კანაფის კულტივირება - თბილისის მერის განცხადება

კანაფის კულტივირების კანონპროექტზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა. კახა კალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რეგულაციების შემოღება აუცილებელი იყო. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც კანაფის კულტივაციას ეხება, თბილისის მერი ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია შედგეს.