კანაფის კულტივაციის აკრძალვის მოთხოვნა

ვნებათაღელვა თავიდან დაიწყო. სამედიცინო მიზნებისთვის და საექსპორტოდ კანაფის წარმოების შესახებ მომზადებული და დროებით შეჩერებული კანონ-პროექტის გამო ხელმოწერების შეგროვება იწყება.

მოძრაობაში, – „ძალა ერთობაშია”, – გაერთიანებული პარტიები ითხოვენ, კონსტიტუციის დონეზე აიკრძალოს კანაფის დათესვა და მოყვანა-გადამუშავება.

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას წინასაარჩევნო სვლად და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს. საკუთარ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობა იმ გარემოებითაც ამყარებს, რომ ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, მოქმედ კონსტიტუციაში მისი შეტანა ვეღარ მოესწრება.