უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად აღიარა კანადის პარლამენტმა. კანონმდებლების თქმით, „არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემატური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს. დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას“, – წერია დოკუმენტში, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.