კანადაში საქართველოს ელჩის ინიციატივით გამოფენა გაიხსნა

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით კანადაში საქართველოს ელჩის ინიციატივით გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ტრაგიკული დღეების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინეს. კანადაში გაიხსენეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი ორგანიზებით საქართველოში 2008 წლის 12 აგვისტოს აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების ვიზიტი, მაშინ როდესაც საფრთხე თბილისს ემუქრებოდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული რეისის დროს ლიეტუვის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის პრეზიდენტების და ლატვიის პრემიერის თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები.