კანადა უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა. მარკ კარნი მიესალმა ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ ამჟამად „არსებობს პირობები და შესაძლებლობები სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიევზე განხორციელებული მასშტაბური რუსული თავდასხმები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კარნის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.