კამპანია სოციალურ ქსელებში – პოლიტიკური შეფასებები
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აქტივისტის კამპანიას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ისინი აცხადებენ, რომ დაუშვებელია ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა – ამ ფორმით, გარკვეული პირები შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს და მის გადაწყვეტილებას.