კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ – განცხადება პარლამენტში

19:06, 25.11.2022

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უერთდებიან.

კანონმდებლები მოუწოდებენ პარლამენტს ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტს შეუსაბამონ ქართულ კანონმდებლობაში გაუპატიურების არსებული განმარტება. განცხადება ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, მას უერთდებიან ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. მათი შეფასებით, მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა ფემიციდთან ბრძოლისთვის არ არის საკმარისი და აუცილებელია საკითხისადმი უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა.

მსგავსი