კამპანია #მეტისიცოცხლისთვის

საგზაო უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

მომავალში, მართვის მოწმობების ქულათა რაოდენობაზე, შესაძლოა ვიდეო-ჯარიმებმაც იმოქმედოს. გეგმაშია სანქციების გამკაცრება ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზეც. კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების შეტანის მიზანი ავარიების საგანგაშო მაჩვენებლის შემცირებაა, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური სოციალური კამპანიაც დაიწყო.

გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება და საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

დატოვე კომენტარი