კამპანია „გადაარჩინე სააკაშვილი“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე აგრძელებს კამპანიას „გადაარჩინე სააკაშვილი“. ჯაფარიძე დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურჩასა და ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან ათეულობით წერილი გადასცეს პრეზიდენტის სახელზე, ერთადერთი მოთხოვნით, გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი. სოფო ჯაფარიძე კამპანიას სამეგრელოში კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებს.