კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ

„დაიცავი შენი შვილი“, – ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. მან მოუწოდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, რომ დაიწყოს საჯარო დისკუსია პრობლემის დასაძლევად.

კამპანიას მოქალაქეები და მესამე სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან, რომლებიც აქცენტს კონკრეტულ შეზღუდვებზე აკეთებენ. მიმართვის ადრესატი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი განცხადებით, პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ინიციატივაზე მუშაობა და საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში წარედგინება.