​​„კამიტის“ კამპანია – არასამთავრობოების მორიგი ბრალდებები

21:32, 07.10.2026

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებაზე ბრალდებები არ წყდება. ამჯერად დღის წესრიგშია აქციებიდან თითქმის ორ წელიწადში ჩატარებული კვლევა. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჯამში პროტესტის 523 მონაწილე გამოკითხეს და შედეგები ვარშავაში ადამიანური განზომილების კონფერენციაზე წარადგინეს. ავტორები თავადვე აღიარებენ, რომ კვლევა კონრეტულ ნივთიერებასა და ჯანმრთელობის შედეგებს შორის კავშირს ვერ ადგენს, თუმცა აქციებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის არ გამოყენების საკითხს, მაინც ეჭვქვეშ აყენებენ და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ბრალდებებს იმეორებს ოპოზიციის ნაწილიც. მძიმეა მმართველი გუნდის საპასუხო რეაქცია. ხელისუფლება ვარშავაში გამართულ პრეზენტაციას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მორიგ მცდელობად განიხილავს. ისმის კითხვები კვლევის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც. მმართველი პარტია უკვე  ჩატარებული გამოძიების შედეგებზე მიანიშნეს და ოპონენტების ნებისმიერ მცდელობას აქციებზე აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება დამტკიცდეს, კრახს უწინასწარმეტყველებს.

მსგავსი