კამერული მუსიკის ფესტივალი მარტვილში

12:32, 09.10.2022

მარტვილში, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციამ კამერული მუსიკის მე-8 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. კამერატას პირველ დღეს, პიანისტმა ელისო ბოლქვაძეშუბერტისა და შოპენის ნაწარმოებები დაუკრა, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე წარდგნენ. დადიანების რეზიდენციის ხეივანში, საგუნდო მუსიკაც აჟღერდა.

ფესტივალი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

მსგავსი