კამათი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე

12:12, 06.09.2022

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას კამათი მოჰყვა. საკითხი სახალხო დამცველის არჩევის წესს ეხება. უმრავლესობის წევრების ინიცირებული პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის შერჩევაში ცხრა წევრით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ერთვება. სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება და მასში ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას ევროკომისიის რეკომენდაციების მე-12 პუნქტი მოითხოვს. ოპოზიციას კითხვები აქვს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რაც დღეს კამათის მიზეზი გახდა.

მსგავსი