კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების საკითხს მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მოითხოვა პარლამენტმა არ შეწყვიტოს მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს მინისტრები. უმრავლესობის წევრები ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციაში სდებენ ბრალს.