კამათი კომიტეტის სხდომაზე

ხმაურით წარიმართა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება. საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ცვლილებებს, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედება, 2020 წლის სექტემბრისთვის გადავადდეს.

ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა გაბუნიამ არგუმენტად დაასახელა ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალი მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო. წარდგენილ ინიციატივაში, დეპუტატთა ნაწილი კორუფციულ რისკებს ხედავს.

კანონპროექტი განსაკუთრებით პარლამენტის წევრებმა, ბიძინა გეგიძემ, დავით ჭიჭინაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა გააპროტესტეს.

დატოვე კომენტარი