კამათი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა განახლდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, უვადო მოსამართლე მირანდა ერემაძეს უსმენენ.

კომიტეტის სხდომა ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების გამო შეწყდა. დაპირისპირების მიზეზი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკა გახდა, რა დროსაც მან მორალზე საუბრისას ბესელიას გვარი ახსენა. აღნიშნულმა დამოუკიდებელი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია და ის ზარდიაშვილს ფიზიკურად შეეხო.