კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იყო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ირაკლი აბესაძემ და ოთარ კახიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მიზეზი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი გახდა, რომლის დღის წესრიგში ჩასმას ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ.