კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილსა და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს შორის მცირე შელაპარაკებას მოხდა.

კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო.