კამათი ფოთის აგრარულ ბაზარში

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში. შინაური ფრინველების რეალიზატორებმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ ფრინველის ამ ფორმით რეალიზებას უკრძალავს, ადგილის დატოვებას სთხოვს, ალტერნატივას კი არ სთავაზობს.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარზე უარს ამბობენ, კერძო საუბარში კი აცხადებენ, რომ აკრძალვის მიზეზი ფრინველის რეალიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობაა.