კამათი ბიუროს სხდომაზე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხის განხილვას.

ოპოზიციონერი დეპუტატების განსაკუთრებული კრიტიკა ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო და ამ საქმეზე პასუხი არა დეპუტატებმა, არამედ სასამართლომ უნდა გასცეს. ბესელიას ამ განცხადებას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.