კამალა ჰარისის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზადა არის მხარი დაუჭიროს უკრაინას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზეც და აღნიშნა, რომ მის მეუღლესთან შეხვედრისას დიდი მწუხარება და აღშფოთება გამოხატა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა უკრაინისთვის მთავარი საკითხი აშშ-ის მხარდაჭერის შენარჩუნებაა. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა ისიც, რომ ეს პაკეტი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია.