„კალოობა“ ახალციხის მუნიციპალიტეტში

12:17, 02.08.2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის მიმდებარედ, უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მესხური მრავალჟამიერის ფონზე ადგილზე დაეგემოვნებინათ წითელი დოლის პური, ტენილი ყველი, ტრადიციული მესხური ღვინო, ყაურმა, მესხური ლუხუმი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი. ღონისძიების მიზანი მესხეთის უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, კულტურული და აგრარული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა.

 

მსგავსი