კალიფორნიაში ქარიშხალმა „ჰილარიმ“ პრობლემები შექმნა

ქარიშხალი „ჰილარის“ გამო კალიფორნიის შტატში შესაძლოა წყალდიდობა დაიწყოს.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს. შტორმი მექსიკის ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს და ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება. მართალია შტორმის სიმძლავრე მეოთხედან პირველ კატეგორიამდე შესუსტდა, მაგრამ კალიფორნიაში წყალდიდობის საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია. მოსახლეობა საკვებს, სასმელ წყალს და პირველადი საჭიროების პროდუქტებს იმარაგებს. წყალდიდობის რისკია სან დიეგოდან ლოს ანჯელესამდე. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.