კალათბურთის ფედერაციამ კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსის ქართველი ასისტენტები – კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბში სლოვენიელი იურიცა გოლემაცი მთავარი ასისტენტის რანგში დარჩება. ვინ ჩაანაცვლებს კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ წუთებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გამგეობის სხდომა მიმდინარეობს

 ნიკა ბერაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.