კალათბურთი | საქართველო – ესპანეთი პირველ არხზე

18:26, 05.07.2026

საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირებამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას 19:30 წუთზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჩვენი ნაკრები დღეს პირველ ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. რადგან გუნდებს ქულები მომდევნო ეტაპზეც გადაჰყვებათ, თითოეულ მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნიკა ბერაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი