კალანდიას საქმე

საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. დღევანდელ ახდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, მსჯავრდებულ გ. ჯ.-ს დედა დაიკითხა. დღესვე უნდა დაკითხულიყო ბრლადებული მიხეილ კალანდიაც. იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, გადასცემოდა მსჯავრდებულ გ. ჯ.-სა და გ. ბ.-ს მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი სასამართლო სხდომის ოქმთან ერთად, დაცვის მხარემ მასალების გადაცემამდე დაკითხვაზე უარი განაცხადა.