კალანდა გურიაში 

გაცოცხლებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

გურიაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის, კალანდობისთვის ემზადებიან. ჩიჩილაკის გათლა და მორთვა, ფიშტოს გასროლა, საშობაო ღვეზელის გამოცხობა, აგუნას გადაძახილი და კრიმანჭული რეგიონში ძველით ახალი წლის თანმდევი რიტუალებია, რაც არასდროს ირღვევა. საინტერესოა ფეხადის, იგივე მეკვლის ტრადიციაც.

ამჯერად „მოამბე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითს ესტუმრა და გოგეშვილების ოჯახში მიმდინარე წინასაახალწლო სამზადისს დაესწრო.