„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს, ვაკის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების პარტიული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
კახა კალაძემ პარტიის წარმომადგენლებს, თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ისაუბრა დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს თბილისისთვის საჭირო რეფორმები და ასევე განხორციელდეს ახალი პროექტები, რის პრეზენტაციასაც, მისივე თქმით, თბილისელებს ახლო მომავალში წარუდგენს. პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებს, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.