კახი კალაძის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაცია

15:23, 16.09.2025

რა უნდა გაკეთდეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით დედაქალაქში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,- კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რის გაკეთებასაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფილტვის კიბოს სკრინინგის და ფარისებრი ჯირკვლის რადიო იოდოთერაპიის დაფინანსება – ეს არის სიახლეები, რაზეც პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ასევე ყველა იმ პროგრამის გაფართოება იგეგმება, რაც თბილისის მერიაში უკვე ხორციელდება.

მსგავსი