კახი კალაძე დამეწყრილ უბანზე

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი გამაგრდა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.

კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებით შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 20 872 010 ლარი დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი