კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ახმეტისა და თელავის რამდენიმე სოფელში ამ დროისთვის სპეციალური კომისია მუშაობს, რომელმაც ზარალი უნდა დაითვალოს.

უხვი ნალექის და სეტყვის შედეგად, ახმეტის რაიონის რამდენიმე სოფელში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა უკვე დაწყებულია. თელავში გზის გასაწმენდად დილიდან მობილიზებულია ტექნიკა.