კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადიდებულმა მდინარეებმა, სახნავ-სათეს მიწებთან ერთად, თითქმის სრულად გაანადგურა მოსავალი და მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე რთულია მდგომარეობა სტორის ხეობაში, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზარალი რამდენიმე სოფელს მიაყენა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, შექმნილია საგანგებო შტაბი. ზარალის ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ჟანა დიდებაშვილს უკვე რამდენიმე დღეა, რეგიონში სტიქიის გაშუქება უწევს, ამჯერად ის სტორის ხეობაში იმყოფება და შექმნილი ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.