კახეთში სტიქიას ებრძვიან

კახეთში ისევ სტიქიას ებრძვიან – ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი დატბორა. მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი და გადაადგილება აკრძალულია. უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე დღის წინ დატბორილ ვენახებსა და ბაღებს კიდევ ერთხელ გადაუარა.

რაც მაშინ სტიქიას გადაურჩა, ახლა სრულად არის განადგურებული. წყალშია მოქცეული ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ზარალის ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, წყლის დონის დაკლებამდე, სამუშაოების დაწყება ადგილზე შეუძლებელია.

რა ხდება ამ დროისთვის კახეთში, ბოლო ინფორმაციას ახლა ჟანა დიდებაშვილი პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის.

დატოვე კომენტარი