კახეთში მცხოვრებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს. წინა წლების მსგავსად, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70% იქნება, ვაზზე კი 50%. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო რისკებს ფარავს და ეს არის სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
პროგრამაში ჩართვა ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არაუმეტეს ხუთი ჰექტარი აქვს. დაზღვევას მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი დაექვემდებარება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშია დარეგისტრირებული. ასევე, დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, ვალდებულია, ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდეს. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან, ოთხი დღის ვადითაა განსაზღვრული.