კახეთში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

ხორცის ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა კახეთში. ქარხანა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის პროდუქტების წარმოება იგეგმება.

პირველ ეტაპზე პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. დასაქმებულია 20 ადამიანი. ახალი საწარმო დღეს რეგიონული მართვის პოლიტიკის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს.