კახეთში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება გრძელდება

სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება გრძელდება კახეთში. „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე ყურძენი უკვე გადაამუშავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ. რქაწითელის ფასი 80 თეთრი და 1 კგ. საფერავის – 1 ლარი. ყურძენი ღვინის საწარმოებს 300-მდე მევენახემ ჩააბარა. 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ვენახები დააზიანა. მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.