კახეთში 25 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს

კახეთში 25 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობლების სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან გახდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაშიდაიყვანა, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. პაციენტს მოტეხილობები აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.