კახეთის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ სახელმწიფოს დახმარებით აშენდა.

ფერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო. ფერმა დღეში ტონა ნახევარ რძეს აწარმოებს.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.

ფერმაში მუდმივად 11 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 8 ადამიანი ემატება.