კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლი რეაბილიტირდა

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.

პარალელურად, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც თბილისი მერის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს მთლიანად დასრულდება და მომავალ წელს კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.