კახეთის ეკონომიკური ფორუმი

კაჭრეთში, დღეს კახეთის ეკონომიკური ფორუმი 2022 გაიხსნა.

ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. მასში რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კახეთის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.