კახეთიდან კოვიდ 19-ზე 14 პაციენტის ანალიზი უარყოფითია

15:34, 07.04.2020

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 პაციენტის ანალიზიდან, კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  ე.წ. „ცხელების ცენტრებში“, საეჭვო პაციენტებიდან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც ცხელების კლინიკიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში, ათ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი