კახაძე-შავგულიძის დებატები საქართველოს პირველ არხზე

ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის დებატები საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22:00 საათზე გაიმართება.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს, თანაბარი საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი ხედვა, უპასუხონ წამყვანისა და ერთმანეთის შეკითხვებს.

საქართველოს პირველმა არხმა პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობა საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზა.