კახა წიქარიშვილის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც კახა წიქარიშვილმა   განაცხადა, მაიკ პომპეოს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია. წიქარიშვილის  თქმით,  შეხვედრაზე მან სასამართლოში არაფორმალური მმართველობის არსებობის შესახებაც ისაუბრა და კონკრეტულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, რა დროსაც, მისი თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო. წიქარიშვილი  შეხვედრით კმაყოფილია და  მოლოდინი აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს სასამართლო სისტემაში არსებულ  პრობლემებს.

დატოვე კომენტარი