კახა მიქაიას გადაწყვეტილება

სამოქალაქო მოძრაობას, – „დაიცავი საქართველო,“ – მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა მიქაია ტოვებს.

გადაწყვეტილებას ის გაერთიანების განახლების აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს. კახა მიქაიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილების შესახებ  მოძრაობის ლიდერები ინფორმირებულები იყვნენ და მათთან რაიმე აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ქონია.