კახა კუკავას შეხვედრა მოსახლეობასთან

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კუკავამ ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და  პრობლემები მოისმინა.  კუკავამ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რაც გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამოქმედო გეგმა იქნება.

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ ხუცუბანის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრას სოფელ ცეცხლაურში გამართავს.