კახა კუკავას შეხვედრა ამომრჩეველთან

ამომრჩევლებს შეხვდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

კახა კუკავამ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში სოციალური პრობლემების მოგვარება მოხდება.

კანდიდატმა ამომრჩევლებს 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.