კახა კუკავას განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში საპარკინგე ადგილების შესახებ ისაუბრა. კახა კუკავამ აქცენტი ფასიან და უფასო ავტოსადგომებზე გააკეთა, მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს ახალი ადგილების გამოყოფა ავტომობილებისთვის, რათა არსებული პრობლემა მოგვარდეს, მანამდე კი პარკირებისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა უნდა ამნისტირდეს.