კახა კუკავას განცხადება

დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, კახა კუკავა აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერები არაფერს აკეთებენ საკუთარი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის დასახმარებლად, რომელსაც ბანკი 7 000- დოლარიანი დავალიანების გამო, სახლიდან ასახლებს. „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის ინფორმაციით, თავად ნათია მებონიამ რამდენჯერმე სცადა მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ. კუკავა აუქციონის შეჩერებას მოითხოვს.