კახა კუკავამ მრავალპარტიული პარლამენტის პრიორიტეტებზე ისაუბრა

„გსურთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“,- ამ შეკითხვით რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კახა კუკავა. „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მრავალპარტიული პარლამენტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს რეფერენდუმს, ქართული პოლიტიკური სისტემის დემონოპოლიზება მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კახა კუკავა ამომრჩეველს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას ჰპირდება.