კახა კუკავამ ლაგოდეხში თამბაქოს გაჩერებული წარმოება მოინახულა

პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ლაგოდეხში თამბაქოს უკვე გაჩერებული წარმოება მოინახულა. ადგილობრივების განცხადებით, ქარხანასთან ერთად განადგურებულია თამბაქოს ნათესებიც.

საწარმოში, მუშაობის პერიოდში, 800 ადამიანი იყო დასაქმებული. კახა კუკავას ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, მეწარმე, რომელიც ადგილზე მზა პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, ორი წლით საბიუჯეტო გადასახადებისგან გათავისუფლდება.